საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5091

ფაქტი 5091

1920 წლის 6 თებერვალს გორის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა 6 ფურცელი მიწერ-მოწერა ივ. სანაყოევისა და გასიევის საქმის შესახებ. ასევე აცნობა განათლების განყოფილების აზრი, რომ საჭირო იყო ივ. სანაყოევი ჯავის რაიონიდან გაერიდებინათ. ხელს აწერენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი ფიდედვაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5091; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .