საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5094

ფაქტი 5094

6 თებერვალს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას მისწერა, რომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე ივ. სანაყოევს დროებით ვერ გადააყენებდნენ თანამდებობიდან. სასწავლო წლის ბოლოს მას ან გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან ან სხვა ადგილას გადაიყვანდნენ სამუშაოდ. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5094; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .