საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5100

ფაქტი 5100

1920 წლის 9 აპრილს განათლების სამინისტრომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, რომ მასოხოვს, როგორც ნდობით აღჭურვილ პირს გორის სამაზრო ერობისაგან ჰქონდა დავალებული სკოლის დათვალიერება და მას არ ჰქონდა უფლება არ დაეშვა იგი სასწავლებელში რევიზიის ჩასატარებლად, მიუხედავად მათ შორის არსებული გაუგებრობისა. აქედან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ უკანონოდ სცნო ჯავის სასწავლებლის გამგის გადაწყვეტილება. ხელს აწერენ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5100; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .