1919 წლის 8 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლებისა და ბიბლიოთეკების ქონების გადაცემის შესახებ. როგორც მოხსენებიდან ჩანდა, ვ. ბურჯანაძემ ატენის და ვარიანის სკოლები გორის სამაზრო ერობას გადასცა, აკაურთას სკოლა – ბორჩალოს სამაზრო ერობას, სამტრედიის ბიბლიოთეკა-სამკითხველო და წიგნის სავაჭრო კიოსკი წიგნებით – ქალაქის გამგეობას. საზოგადოების გამგეობამ მოხსენება ცნობად მიიღო და სამტრედიის თვითმართველობას ვალად 37590 მანეთი და 64 კაპიკი დააწერა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი