განათლების მინისტრის 1918 წლის 12 ივნისის მოხსენება მინისტრთა საბჭოს თბილისის ქართული გიმნაზიისთვის დახმარების – 18 893 მან. 54 კაპ. გამოყოფის შესახებ. გამგე კომიტეტი თბილისის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების შესანახად ქართ-კახეთის თავადაზნაურობისგან ყოველწლიურად იღებდა 85 000 მანეთს. შეცვლილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო ეს სუბსიდია 1-ლი იანვრიდან მოესპო და კომიტეტს სჭირდება თანხები თანამშრომელთა ივნისისა და ივლისის ჯამაგირებით დასაკმაყოფილებლად.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი