საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5132

ფაქტი 5132

1919 წლის 15 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება „ბუნების კარის“ შესწორების შესახებ. სახელმძღვანელოს შესასწორებლად არჩეულია კომისია 8 კაციანი შემადგენლობით, რომელიც შეუდგა მუშაობას. ამისთვის უნდა გადაიდოს 100000 მანეთი. თითოეულ თამანშრომელს, რომელთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 9-ს, უნდა მიეცეს 2000 მანეთი 5 თვის განმავლობაში, რაც ამ ვარაუდით შეადგენს 90000 მანეთს, ხოლო 10000 მანეთი დამხმარე პირთათვის. გამგეობამ დაადგინა, გადაიდოს „ბუნების კარის“ შესასწორებლად 100000 მანეთი. აქედან 90000 მანეთი მიეცეს ჰონორარად შემსწორებლებს, რომელთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 9 კაცს. ჰონორარი ეძლიოს 1-ლი ნოემბრიდან თითოეულს თვეში 2000 მანეთი ხუთი თვის განმავლობაში. გამგეობამ დაამტკიცა შემსწორებელთა სია: დ. კარიჭაშვილი, ს. იაშვილი, იპ. ვართაგავა, ს. გულისაშვილი, შ. დედაბრიშვილი, ი. გომელაური.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5132; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .