1919 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება წიგნების გასავრცელებლად აგენტურის მოწყობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, თ. კიკვაძის მოხსენება მიეღოთ, შეედგინათ სახელმძღვანელო გეგმა წიგნების გავრცელების შესახებ არსებულ კულტურულ საზოგადოებრივ დაწესებულებათა საშუალებით. შემუშავებული გეგმა გამოცემულ წიგნების სიასთან ერთად დაგზავნოდა ერობებს, კოოპერატივებს, რკინიგზის კომიტეტებს, კულტურულ-განმანათლებელ წრეებს და სხვებს, მოეთხოვათ პასუხი, თუ რა პირობებში იკისრებდნენ აღნიშნული დაწესებულებები მოვალეობას მათი გამოცემების გავრცელების საქმეში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი