საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5146

ფაქტი 5146

1918 წლის 17 ივლისს განათლების მინისტრი მიმართავს მთავრობის თავმჯდომარეს, რომ მთავრობამ დაადასტურა სამინისტროს დადგენილება სასწავლო კომისარიატის (ყოფ. სასწავლო ოლქის) გაუქმების შესახებ და შეიწყნარა მისი ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს ერთი თვის განმავლობაში კომისარ იშკოვის ხელმძღვანელობით. თან უგზავნის ამ გეგმის მოწინააღმდეგის, სომეხთა განყოფილების კომისრის, ს. ტიგრანიანის საპროტესტო წერილს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5146; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .