საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5173

ფაქტი 5173

1919 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამტრედიის კიოსკის ყოფილი გამგისა და პასუხისმგებელი ნოქრის კოპალეიშვილის თხოვნა კუთვნილი სალიკვიდაციო ფულის (11928 მანეთი) მიღების შესახებ. გამგეობის ცნობით, სამტრედიის განყოფილებას ლიკვიდაციის შემდეგ წიგნების კიოსკი თავისი ქონებით ქალაქის გამგეობას გადაეცა, რომელიც ხელწერილის თანახმად მოვალე იყო დანიშნულ ვადაში გადაეხადა განყოფილების ვალები. 15 ნოემბერს გამგეობას უნდა გადაეხადა 20058 მანეთი 42 კაპიკი. აქედან კოპალეიშვილისთვის უნდა მიეცა 11928 მანეთი. გამგეობის განჩინებით გადაწყდა, განმეორებით მოეთხოვოს პასუხი ქალაქის გამგეობას, რა მიზეზით არ აკმაყოფილებდა კოპალეიშვილს კუთვნილი ფულით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5173; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .