საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5249

ფაქტი 5249

1919 წლის 3 მარტს განათლების სამინისტრომ სამტრედიის გამგეობას მისწერა, რომ თუ ნადეჟდა გიორგი ასულ აბაზაძეს გერმანული ენის მასწავლებლობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა, მაშინ მას საგნის მასწავლებლად ვერ დაამტკიცებდნენ. მისი დანიშვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5249; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .