საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5326

ფაქტი 5326

1918 წელს საინგილოს სოფელ კახის სკოლის მასწავლებელი გრიგოლ აფშინაშვილი სხვა სოფლების სკოლების მასწავლებელთა დავალებით საქართველოს განათლების მინისტრს სწერდა, რომ საინგილოს მოქმედ სკოლებში (კახი, ალიბეგლო, ქოთოქლო, მეშაბაში, ყორღანი), სადაც სწავლა იყო ქართულ ენაზე, არ გაიცემოდა ჯამაგირი. პედაგოგები სამინისტროსგან დახმარებას ითხოვდნენ, რაც გაითვალისწინეს და სამინისტრომ 20250 მანეთი გამოყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5326; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .