საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5361

ფაქტი 5361

1919 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ივანე გომელაურის „ქართველთ მწერლობის“ I ნაწილის გამოცემის შესახებ. გამგეობის ცნობით, გასული წლის იანვარში გამგეობამ დაადგინა ხსენებული წიგნის გამოცემა, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო წიგნი ვერ დაიბეჭდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ი. გომელაურის „ქართველთ მწერლობის“ I ნაწილი გამოიცემოდა, თუ ავტორი წიგნის მოწონების შესახებ სამინისტროს რეცენზიას წარმოადგენდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5361; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .