1919 წლის 20 დეკემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვლის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია კლდიაშვილის თხოვნა სვიმონეთის ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის საზოგადოების გამოცემებისა და ერთი წლის წინ დათმობილი სურათების უფასოდ მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი