1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახალხო გვარდიის საარტილერიო ბრიგადის უფროსის თხოვნა, ჯარისკაცთა შორის წერა-კითხვის გასავრცელებლად დათმობოდა მას სახელმძღვანელო წიგნები. ბრიგადის სკოლებში 200 კაცი სწავლობდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცა 1000 მანეთის წიგნები მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის ნავარაუდევი თანხიდან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი