გაიოზ მაღლაკელიძემ გადაწყვიტა, რომ თანამშრომლობა სხვადასხვა გაზეთისთვის შეეთავაზებინა. შალვა მაღლაკელიძემ მხარი დაუჭირა მის იდეას, თუმცა სთხოვა, რომ უარის შემთხვევაში არ ენერვიულა, რადგან სხვები მხოლოდ კონკრეტული მასალით ინტერესდებოდნენ გაიოზის ჟურნალს კი გერმანიაში კორესპონდენტები არ ჰყავდა.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი. სწერს, რომ ცდილობენ ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოთა რიგებში კავკასიური სახელმწიფოებიც ჩათვალონ და დააარსონ კავკასიური ჯგუფი | 1949-1949
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რომი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი