საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5457

ფაქტი 5457

1949 წლის 21 აპრილს შალვა მაღლაკელიძე იყო შეხვედრაზე, რომელსაც აზერბაიჯანისა და უკრაინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ნიუ-იორკში არსებული „კერენსკის კომიტეტის“ შესახებ ისაუბრეს. მხარეები ადგენდნენ დეკლარაციას, რათა დაემტკიცებინათ, რომ მათ ალექსანდრე კერენსკისთან უშუალო კავშირი არ ჰქონიათ. იგი სხვადასხვა ერის სახელით მოქმედებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5457; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .