თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის დირექტორი ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე (საქმის მწარმოებელი თ. ლაფერაშვილი) 1919 წლის 15 მაისს ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვდა ეცნობებინა, თბილისის დედათა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულებს ჰქონდათ თუ არა უფლება ესწავლებინათ საშუალო სკოლის ყველა კლასში და აეღოთ ისეთივე ჯამაგირი და დამატებები, როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირებს.

წყარო: თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის ანგარიშები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი