საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5546

ფაქტი 5546

ნდობის ფურცელი მე ქვემოთ ამისა ხელის მომწერი ამბროსი დავითის ძე საგინაძე ამათ ვაძლევ უფლებას ქ. სამტრედიის მცხოვრებს მოქალაქე კონსტანტინე ივანეს ძე ახობაძეს, რომ მან აიღოს ჩემს მაგიერ ვ. დედაბრიშვილისგან ჩემი ჩეკი ( 4000 მანეთი) ბაქოში ოსმალების შემოსვლის დროს დაკარგული ნივთების ფასათ, რომელიც არის ქ. ბაქოს ქართულ- ეროვნული საბჭს მიერ გამოგზავნილი 25639 ნომრით. ამასა შინა საკუთარ ხელს ვაწერ ამბროსი დავითის ძე საგინაძე , ხელმოწერას ვამოწმებ ბეჭდით. 13/ xi / 1919 ქალაქ სამტრედიის მილიციის უფროსი ი. ძიძიგური


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5546; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .