განათლების მინისტრის 1918 წლის 28 აგვისტოს მოხსენება ეხება სამინისტროს ათმილიონიანი ფონდიდან 20 000 მანეთის გაღებას უბედური შემთხვევების დროს სასწავლებელთა დასახმარებლად. აღნიშნულია,  რომ გაჭირვებულ მასწავლებელთა რიცხვმა იმატა, სამინისტროს კი სახსარი არ აქვს მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ამიტომ შუამდგომლობს მინისტრთა საბჭოს წინაშე თანხის გამოყოფაზე.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი