განათლების მინისტრის მოადგილე, ალ. მდივანი 1918 წლის 12 სექტემბრის მოხსენებაში _ პირველდაწყებით სასწავლებელთა გახსნის შესახებ, აღნიშნავს, რომ დას. საქართველოში მილიონი მცხოვრები ითვლება, სახალხო სკოლების რიცხვი კი 900-მდეა, აღმოსავლეთში 600 000 მცხოვრებზე 240 ქართული სკოლაა, ე.ი, ერთი სასწავლებელი მოდის 2. 500 მცხოვრებზე, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა წელსვე გაიხსნას პირველდაწყებითი სასწავლებლები რკინიგზას მოშორებულ ადგილებში, სადაც სკოლები ნაკლებია, ასეთებია: დუშეთის, თიანეთის მაზრები და გორის მაზრის ზოგიერთი განაპირა უბანი _ ბორჯომისა და ცხინვალის ხეობა, ასევე სიღნაღისა და თელავის მაზრები.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი