1940 წელს ყაზახეთში გადასახლებულ თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს თბილისიდან წერილები გაუგზავნეს შვილებმა; ბიბიმ შეატყობინა თავისი გამოცდების ამბავი, გოგიმ საავადმყოფოდან მისწერა და შეჰპირდა, როგორც კი გაწერდნენ, უფრო ვრცელ წერილს გაუგზავნიდა.

წყარო: თამარ შარაშიძე-ქარცივაძის ღია ბარათი ქრისტინე შარაშიძისადმი, 1940 | 21 სექტემბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: ჯამბული (ახლანდელი ტარაზი), ყაზახეთი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი