საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 567

ფაქტი 567

1933 წელს სადგურის ტექნიკური დარგის პარტუჯრედმა დაადგინა, რომ შრომითი დისციპლინის უხეშად დარღვევის გამო, კონკრეტული პირები პარტიიდან გაერიცხა. 17 დეკემბერს გ. ქემალაშვილმა 20 წუთით დააგვიანა სამსახურში, მ. ლაბუჩაძე და ი. მამუჩაძე ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე სხვის მაგივრად გავიდნენ სამუშაოზე და ვერ შეძლეს გეგმის შესრულება, ამ ყველაფერს კი სათანადო ხელმძღვანელობა ვერ გაუწია მორიგე დისპეტჩერის თანაშემწემ − ი. ღამბაშიძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 567; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .