საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5904

ფაქტი 5904

1919 წლის 17 ივლისს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა იოსებ ივანეს ძე ოცხელმა მთავარგამგეს მისწერა, რომ იგი დაესწრო დეკანოზი ივლიანე აბესაძის მიერ ჩატარებულ საქართველოს ისტორიის გაკვეთილებს და დარწმუნდა, რომ ის საგანს მეთოდურად და ნიჭიერად ასწავლიდა. მისი აზრით, არ ჰქონდა მნიშვნელობა სამინისტროს პირველ გეგმას მიიღებდნენ თუ მეორეს, დეკანოზი აბესაძე ცალსახად იმსახურებდა დაენიშნათ საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შტატის მასწავლებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5904; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .