საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5914

ფაქტი 5914

ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს აუწყებენ, რომ მინისტრის ამხანაგის ა.წ. 26 იანვრის N17 ბრძანების თანახმად, მისდამი რწმუნებულ გიმნაზიასთან არსებულ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელს, დეკანოზ ივლიანე აბესაძეს ჩაეთვალა სახელმწიფო სამსახურში ხუთწლეულები და პენსიის მისაღებად საპედაგოგო ასპარეზზე ნამსახურები წლები 1884 წლის 19 სექტემბრიდან 1918 წლის პირველ სექტემბრამდე. ასევე, ეგზავნება აბესაძის ნამსახურეობის სია. ხელს აწერენ: კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, მდივანი გიორგი მებუკე, საქმისმწარმოებელი – მესხი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5914; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .