1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N89 ბრძანების თანახმად, ნიკოლოზ აბესაძე დანიშნეს სახალხო განათლების სამინისტროს საქმისმწარმოებლის თანამდებობის აღმასრულებლად მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან. ხელს აწერს განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი