საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5929

ფაქტი 5929

1918 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის N44 ბრძანების თანახმად, დორპატის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილების სწავლადამთავრებული მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი დანიშნეს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან. ხელს აწერენ კანცელარიის ვიცე-დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5929; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .