შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი მიესალმებოდა მის მუშაობას გამგეობაში. მიაჩნდა, რომ გაიოზს კორძაიასთან და ანდრონიკაშვილთან მუშაობა არ გაუჭირდებოდა და შეეძლო ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე გაეკეთებინა.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი. სწერს, რომ ისარგებლოს ირაკლი ბაგრატიონის ცნობებით, როდესაც ბაგრატიონების შესახებ წერილს გამოაქვეყნებს 1949 | 16 აგვისტო
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რომი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი