შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ,,ეხო’’-ს ნომრები: 10/II N131, 3/II N130 მიიღო და იტალიელებს გადასცა ის ნომერი, რომელშიც იტალიის ყოფილი მეფის უმბერტოს შესახებ ეწერა. სთხოვა, რომ ეს ნომერი ხელახლა გაეგზავნა მისთვის.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი. ურჩევს, რომ იმუშაოს „ნოიე ცაიტუნგში“. სწერს თავისი გეგმების შესახებ 1950 | 23 თებერვალი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რომი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი