საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6098

ფაქტი 6098

1920 წლის 24 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, თბილისის პროფ. კავშირთა საბჭოს სამდივნოს 22 ივლისის სხდომას ა. ხელაძემ გააცნო „დედობისა და ბავშვთა მომვლელი საზოგადოების“ მიმართვა სამდივნოსადმი, რომ მან გაიღოს წვლილი გორელი მუშების 65 უპატრონო ბავშვის მოსავლელად, რომლებიც ამ საზოგადოების თავშესაფარში იმყოფებოდნენ. სამდივნომ დაადგინა, გადაეცეს 100 000 მან.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ერთობა, 1920 | 24 ივლისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6098; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .