საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6164

ფაქტი 6164

1917 წლის 10 აპრილს რეალურ სასწავლებელში ჩატარდა ს. დ. პარტიული კრება, რომელსაც დაესწრო 600 წევრი განურჩევლად სქესისა. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ჭუმბურიძე. ვრცელი მოხსენება გააკეთა გრიგოლ ურატაძემ, რომელმაც ბევრი კამათის შემდეგ დასვა ახალი წევრების არჩევის საკითხი. მოითხოვეს წევრთა რიცხვის გაზრდა. კომიტეტის წევრებად აირჩიეს 15 კაცი, მათ შორის არცერთი ქალი არ იყო. ბოლოს გრიგოლ ლორთქიფანიძემ სიტყვა მოითხოვა თავმჯდომარისგან და განაცხადა, რატომ არ შეიძლებოდა თხუტმეტ კაცში ხუთი ქალი ყოფილიყო. ტრ. სალაიამ თავი იმართლა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ქალების არჩევას, როცა ყველა გათანასწორებული იყო. ბოლოს მაინც დაიწყეს ქალების არჩევა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6164; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .