საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6264

ფაქტი 6264

1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N8 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გაზეთ „რ. ს.“-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ იურიდიული თათბირის განსახილველად ახალ მთავრობასთან წარდგენილია დამფუძნებელი კრების არჩევნების შესახებ პროექტი, რომლის ძირითადი დებულება მოითხოვს დამფუძნებელი კრების წევრები არჩეული იქნენ საყოველთაო, პირდაპირი, ფარული და თანასწორი ხმით განურჩევლად სქესთა პროპორციული არჩევნების სისტემით. არჩევნებში მონაწილეობით სარგებლობს რუსეთის ყველა მოქალაქე ქალ-ვაჟი 20 წლის ზემოთ. არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ადმინისტრაციული მთავრობის წარმომადგენლები, მათი თანაშემწეები, მილიციაში მოსამსახურენი, სულიერად ავადმყოფები, ყრუ-მუნჯები და სასამართლოს მიერ ღირსებააყრილები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6264; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .