საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6396

ფაქტი 6396

1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 9 ივლისს, პეტროგრადში, აღმასრულებელი კომიტეტების კრებაზე მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხკაცთა საბჭოს დეპუტატებმა გამოიტანეს რეზოლუცია, რომ მხედველობაში იღებდნენ რა ქვეყნის შიდა და ფრონტის მდგომარეობას, რომელიც დამარცხებით ემუქრებოდა რევოლუციას და სამხედრო განადგურებით ქვეყანას, დაადგინეს, ქვეყანა და რევოლუცია საფრთხეშია, ახალი მთავრობა აღიარებულია რევოლუციის მხსნელად, მას ენიჭება განუსაზღვრელი მინდობილობა ჯარის ორგანიზაციის დისციპლინის აღსადგენად, საბრძოლველად კონტრევოლუციასთან და ანარქიასთან. სოციალისტი მინისტრები შეერთებულ აღმასრულებელ კომიტეტის კრებას კვირაში ორჯერ მთელ მოქმედებაზე მოახსენებდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6396; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .