საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6398

ფაქტი 6398

1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკანასკნელი არეულობის დროს პეტროგრადში, ცარსკოე სელოში, ალექსანდროვის სასახლეში მცხოვრებნი აღელვებულნი იყვნენ, ყოფილი მეფე და დედოფალი დარაჯისგან გებულობდნენ საქმის ვითარებას. სამშაბათს ღამით, როცა არეულობამ მწვავე ხასიათი მიიღო, ყოფილმა იმპერატორმა, ნიკოლოზ რომანოვმა მოითხოვა ცარსკოე სელოს მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელი წევრის ნახვა, რაც არ დააკმაყოფილეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6398; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .