საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6418

ფაქტი 6418

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაიბეჭდა ინფორმაცია გაზეთის სასარგებლოდ აგარაკებში ყულაბებით ფულის შეგროვების შესახებ. სურამიდან შემოვიდა 327 მანეთი, შემომწირველები: ნანა პანჯაკიძე, სონია მურმანოვა, ლუბა ჩინჩალაძე, ქეთო მარუაშვილი, ჭელიძე, ხუნდაძე, ნინა მურბანავა, ჯოჯუა, ბერიშვილი, მამინოვი, ბლიაძე. ცაგერიდან შემოვიდა 127 მან. 66 კაპ. შემომწირველები: შალიკო გოგოლაშვილი, იოსებ ფეიქაროვი, საშა ხიტაროვი, მარკველაშვილი, მოშიაშვილი, ლეუშა. ბორჯომიდან შემოვიდა 552 მანეთი. შემომწირველები იყვნენ: კატია ხაზარაძე, ხიტაროვი, ჯანელიძე, ჩერქეზიშვილი, ვალოდია ხაზარაძე, მიქელაძე, დატებოვი, ანტოშა ხაზარაძე, ხუნდაძე, ვარდო ხოშტარია, თამარა ბერიძე, მეძმარიაშვილი, ქ. ჯანელიძე, მოშიაშვილი. რედაქცია „ხმა ქართველი ქალისა“ მადლობას უხდის აღნიშნულ პირებს დახმარებისათვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6418; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .