საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6924

ფაქტი 6924

არუტუნ სერობის ძე აფრიკიანცი თბილისის მე-5 ვაჟთა გიმნაზიაში 10 წელი სწავლობდა, მე-3 გიმნაზიაში – 2 წელი. მისი ყოფაქცევა იყო სანიმუშო, გაკვეთილებზე დასწრება – აკურატული, გაკვეთილების მომზადება – ასევე, წერითი დავალებების შესრულება – ასევე; კლასში ყურადღებით ყოფნა – ყურადღებითაა, სწავლისადმი ინტერესი აქვს. მისი საგნები და შეფასებები იყო: ჰიგიენა – 5, არითმეტიკა – 4, რუსული ენა და სიტყვიერება – 3, ლოგიკა – 3, ლათინური ენა – 4, საქართველოს ისტორია – 3, სამართალმცოდნეობა – 3, მათემატიკა – 3, ფიზიკა და მათემატიკური გეოგრაფია – 3/3, ისტორია – 3, გეოგრაფია – 4, ფრანგული ენა – 3, გერმანული ენა 3, სომხეთის ისტორია 3. პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1920 წელს მას მიეცა ატესტატი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6924; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .