საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6953

ფაქტი 6953

1917 წლის 25 აგვისტოს დილის 11 საათზე ქ. სამტრედიაში შედგა ქალთა კავშირის დამფუძნებელი კრება, რომლის მთავარი მიზანი ქალთა უფლებების დაცვა იყო. კრება გახსნა ლექტორმა ტიტე სიხარულიძემ, რომელმაც ილაპარაკა ქალთა საკითხებზე, მოიყვანა მაგალითები ქალთა სწორუფლებიანობის შესახებ, ასევე გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, რუსეთის და სხვა სოციალისტების აზრები. სამსაათიანი ლექციის შემდეგ ქალებმა აირჩიეს ათი ქალისგან შემდგარი ბიურო. კრებას ესწრებოდა სოციალ-დემოკრატების მხარდამჭერი ორი ქალი, კანდელაკი და ნინუა, რომლებმაც დარბაზი დატოვეს.

წელი:
1917
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 7 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6953; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .