საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7216

ფაქტი 7216

1919 წლის 8  სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ №1 ჩეჩენი ვაჭრების ახალშექმნილი ფენის წარმომადგენლებს შემდეგნაირად ახასიათებდა: „რიგითი მთიელებისგან განსხვავებული განწყობა აქვთ ვაჭრებს, რომლებიც ცდილობენ ჩეჩენთა საბრძოლო სულისკვეთების განელებას, რადგან მხოლოდ ფულად მოგებაზე ფიქრობენ და ამისთვის არა თუ საკუთარი ხალხის, არამედ დედ-მამის საფლავის გაყიდვაზეც არ იტყვიან უარს; მაგრამ დენიკინის მომხრე ჩეჩნები უფრთხიან მოღალატისა და ალიევის დამქაშის სამარცხვინო სახელს, ამიტომ ფრთხილად ეწევიან აგიტაციას, ნამდვილ ზრახვებს დიპლომატიურად ნიღბავენ: ამბობენ, რომ დაიღალნენ სამოქალაქო ომით, რომ მათთვის სულ ერთია, ვინ გაიმარჯვებს, დენიკინი თუ ბოლშევიკები, მთავარია, შეწყდეს ომი“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7216; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .