საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7226

ფაქტი 7226

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ (ავტორი კ. დინჯაძე) იუწყება, რომ 1-ლ ივლისს გაიმართულ საქ. სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბორჯომის რაიონის კოლექტივის კრებაზე რკინიგზის „იაჩეიკიდან“ მოხსენება გააკეთა დ. გოსიტაშვილმა. მან აღნიშნა, რომ კრებაზე დაადგინეს, „იაჩეიკიდან“ გააძევონ ვიქ. მაჭავარიანი და ოფიციალურად ეცნობოს დროებით თავი დაანებოს რკინიგზაში მუშაობას; ვიქ. ღლონტმა გააკეთა განცხადება, რომ ქალაქის თვითმართველობის გამგეობა ხსნის წერა-კითხვის კურსებს, მოზრდილთათვის კი მოხსნებებს წაიკითხავენო. დაადგინეს, ამის შესახებ „იაჩეიკებს“ აცნობონ.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ერთობა, 1920 | 9 ივლისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7226; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .