საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7430

ფაქტი 7430

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N 27 ცნობით, სარატოვიდან იუწყებოდნენ, რომ პოკროვსკაში სასოფლო ყრილობაზე გლეხმა შვაგერმა მოითხოვა ნებართვა მოეკლა ის კაცი, რომელმაც მისი ქალიშვილი გააუპატიურა. ყრილობამ ერთხმად თანხმობა გამოუცხადა. კომისარმა გააპროტესტა და კანონები შეახსენა, მაგრამ ყრილობა შეურყეველი დარჩა და მიიჩნია, რომ ასეთი დასჯა დანაშაულს აღმოფხვრიდა.

წელი:
1917
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 19 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7430; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .