საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7431

ფაქტი 7431

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, ტობოლსკის კომისარი იუწყებოდა, რომ ქალაქში აუტანელი მდგომარეობა იყო. რომანოვების იმჟამინდელ სახლთან მიმდინარეობდა მანიფესტაციები, იყო საერთო სახალხო პარაკლისი, სადაც ხალხი დაჩოქილი ლოცულობდა და ძველ ჰიმნს მღეროდა, მახლობელი სოფლებიდან და ქალაქებიდან ხალხი ჩამოდიოდა. კომისრის ცნობით, რომანოვების ბინის მცველები საიმედონი არ იყვნენ და მოუწოდებდა მთავრობას დაუყოვნებლივ გადაიყვანა ისინი ნაკლებად დასახლებულ ადგილას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7431; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .