საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7480

ფაქტი 7480

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 „მღვიძარეს“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „ქ. სამტრედია“, რომლის ავტორის ცნობით, 1917 წლის 25 აგვისტოს ქ. სამტრედიაში საფუძველი ჩაეყარა ქალთა პირველ კლუბს, ამოირჩიეს იქნა ათი ქალი, რომელთაც უნდა ეზრუნათ კლუბის მოწყობისთვის. მამაკაცები ამ წამოწყებას მტრულად შეხვდნენ და საქმის ჩაშლას ცდილობდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7480; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .