1918 წლის 17 აპრილის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ ცნობით, გერმანიაში ომამდე განვითარდა მილიტარიზმი, შეიქმნა ორი მიმართულება – მილიტარიზმის მომხრე უმრავლესობა და მოწინააღმდეგე უმცირესობა. ომის წინააღმდეგ გამოვიდა ლ. ტოლსტოის მეგობარი (ამ შემთხვევაში) მართა უტნერი, მან ომის წინააღმდეგ დაწერა წიგნი „ძირს საომარი იარაღი“. გარდაცვალების შემდეგ (გარდაიცვალა ომამდე), გამოჩნდნენ მისი აზრის დამცველები: როზა ლუქსემბურგი და კლარა ცეტკინი, რომელთაც მხარი დაუჭირეს კარლ ლიბკნეხტმა და ფრანც მერინგმა. მათ მთავრობა მუდმივად სდევნიდა, საბოლოოდ როზა ლუქსემბურგი დააპატიმრეს.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1918 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული ენა
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა