საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8023

ფაქტი 8023

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა ტ. ა. ლასსეის წერილი კრისტაბელ პანკჰერსტის მიმართ, რომელშიც ის ეთანხმება მას, რომ ქალების უმრავლესობა თანაუგრძნობს მამაკაცთა გარყვნილებას. მათ იციან პროსტიტუტი ქალების არსებობა, მაგრამ ისინი წარმოუდგენიათ სრულიად განსხვავებულ და დაცემულ არსებებად, რომელნიც ღუპავენ ახალგაზრდა მამაკაცებს. ავტორის აზრით, პანკჰერსტი წერს სასტიკ სიმართლეს მათ შესახებ, რომ ისინი თავად არიან მსხვერპლნი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8023; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .