საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8384

ფაქტი 8384

1917 წლის 6 მარტს ჩატარდა ტამერფორსის გარნიზონის ნაწილების წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო პ. გ. მინაევი, მდივანი დ. ა. ალექსანდროვი. ფინეთის საქმეების კომისარ როდიჩევის და მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრ სკობელევის თხოვნით კომიტეტმა დაადგინა, ოფიცრები, რომლებიც მიემხრნენ და დაექვემდებარნენ ახალ მთავრობას, არ დააპატიმრონ და უარი თქვან ისეთ ქმედებებზე, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანურ ღირსებას. დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში უფლებამოსილმა პირებმა გარნიზონის წარმომადგენელთა კომიტეტში ჩააბარონ ანგარიში მათ შესახებ, რათა მიიღონ შესაბამისი განკარგულება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8384; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .