1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ დაიბეჭდა დოქტორ ფედოროვის სტატია, სადაც ის აღნიშნავდა, რომ პეტერბურგის პროსტიტუტებში სიღარიბე სჭარბობდა. მათ შორის უმეტესობა ობოლი, 35 პროცენტმა ქალწულობა 16 წლამდე დაკარგა, იყო ბევრი გაუპატიურებული და საყვარლებისგან მიტოვებული. უმეტესობა ამ ქალებისა მოსამსახურე იყო.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 6 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა