საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8493

ფაქტი 8493

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა ინფორმაცია ბრიტანეთში ქალთა უფლებების შესახებ. 1914 წლის 11 ივნისს დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა მინისტრმა მაკ-კენმა პარლამენტში აღიარა, რომ მთავრობის ბრძოლამ მილიტანტ ქალებთან არათუ სასურველი შედეგი გამოიღო, არამედ უფრო მეტი მღელვარება გამოიწვია. მან წინადადება წამოაყენა, რომ პასუხისგებაში მიეცათ ის პირნი, ვინც სუფრაჟისტებს მატერიალურად ეხმარებოდნენ და დაეჯარიმებინათ კერძო საკუთრებისთვის მიყენებული ზიანის გამო, რასაც კრიტიკულად შეხვდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8493; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .