საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8497

ფაქტი 8497

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა ინფორმაცია ბრიტანეთში ქალთა უფლებების შესახებ. 1905 წლისა და 1914 წლის პარლამენტის განხილვებში ქალთა საარჩევნო ხმის შესახებ დეპუტატთა დამოკიდებულებებს შორის დიდი განსხვავება იყო. ემელინ პანკჰერსტის სიტყვებით, მილიტანტობამ ინგლისში ქალთა უფლებების საკითხი წინ წასწია და დეპუტატები აიძულა სერიოზულად მოპყრობოდნენ მას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8497; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .