საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8606

ფაქტი 8606

1918 წლის 3 ივნისს ბერლინის საპოლიციო განყოფილებიდან ბერლინის კომენდანტმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფონ ბონინმა გასცა მოწმობა აკაკი ჩხენკელის სახელზე, რომელიც ცხოვრობდა უნთერ დენ ლინდენის N 1-ში. მსგავსი მოწმობა ეძლეოდა მტრული სახელმწიფოების ქვეშევრდომ ყველა მამრობითი და მდედრობითი სქესის მოქალაქეს 15 წლის ასაკიდან. 


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8606; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .