საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8715

ფაქტი 8715

1920 წლის 25 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილ წერილში „საქართველოს ფინანსურ-ეკონომიური მისია ევროპაში“ ნათქვამია, რომ მისიის ხელმძღვანელი, ფინანსთა მინისტრი კანდელაკი იმყოფებოდა ლონდონში, სადაც ესაუბრა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლორდ კერზონს. მისიის წევრებმა ინგლისის ვაჭრებსა და მრეწველებთან საქმიანი კავშირი დაამყარეს; კომერციულმა აგენტმა მ. ყაუხჩიშვილმა კი, რომელიც შვედეთსა და ნორვეგიაში იმყოფებოდა, ინახულა იქაური სავაჭრო-სამრეწველო ფინანსური წრეები, რომლებიც აპირებდნენ საქართველოში წარმომადგენელთა გამოგზავნას ჰიდროელექტროსადგურების, ასანთის და სხვ. ქარხნების მოსაწყობად. საქართველოს მთავრობა წარმოების მონახევრე იქნებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8715; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .