1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ანანურ-ფასანაურის ახლოს, ხეობაში, დათარეშობდა ყაჩაღთა ბრბო, რომელიც თავს ესხმოდა სამხედრო გზაზე ავტომობილებს. ჯგუფმა მილიციის უფროსის თანაშემწის, ანთელავას და ფასანაურის თემის მილიციის უფრ. ნაზღაიძის ხელმძღვანელობით 6 ივლისს სეფ. ზემო ხორხში (დუშეთის მაზრა) კვალს მიაგნეს და შეტაკებისას მოკლეს ყოფ. მილიციელი ივანე ბურდული და დაიჭირეს: მახრა ჯირკალიძე, გიორგი ჯირკალიძე, ნიკო კოწინაშვილი, ფილიპე მადურაშვილი. გაიქცა ბიწინწურა კოწიწაშვილი.

წყარო: ერთობა, 1920 | 11 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა